საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა კასპში უეფას სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-29

---

სექტემბრის ბოლოს კასპში უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას, - სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა. 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების წახალისება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად მსგავსი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. 
კასპის უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედნით, 520 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს, საფეხბურთო სკოლას და სავარჯიშო მოედანს. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. 
პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე რეგიონის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მოადგილე იმყოფებოდნენ. 
მთავრობის მეთაური კასპის სპორტულ სკოლასაც სტუმრობდა, სადაც ძიუდოსა და კალათბურთია დარბაზები დაათვალიერა და სპორტსმენებს გაესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური