საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. 

ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. 
საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. 

"საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად",- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური