საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-13

მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დევნილები საცხოვრებელ ფართობებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართობები უკვე 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს  დაუკანონდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებლების დაკანონება მომავალშიც გაგრძელდება.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური