საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-13

ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და  ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

„დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური