საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-04

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთის ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობის დინამიკა, ორმხრივი წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. ხაზი გაესვა ბულგარეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს როლს.  

ყურადღება გამახვილდა ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობასა და შავი ზღვის რესურსების მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობაზე.

პრემიერმა და ელჩმა ასევე განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობა და ამ კუთხით ავიაკომპანიების ინტერესი.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის კულტურის დღეების მნიშვნელობა, რომელსაც ზაფხულში თბილისი უმასპინძლებს და მასში ბულგარეთიც მიიღებს მონაწილეობას. 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური