საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №456

 სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

·       საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;

·       საქართველოს მთავრობისსაქართველოს პრემიერ-მინისტრისსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისსაქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი;

·       აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეებისათვის გასაწევი მომსახურების კონტროლიმათ შორისფსევდომომხმარებლის მეშვეობით;

·       სამთავრობო პროგრამისყოველწლიურ სამოქმედო გეგმათა შესრულებისა და რეფორმების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციათა/გადაწყვეტილებათა უშუალო აღსრულების პროცესის მონიტორინგი;

·       მოქალაქეთაიურიდიულ პირთა და პირთა გაერთიანებების მომართვიანობის შემთხვევაშიაღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების განხორციელების მონიტორინგი;

·       სამინისტროებიდანმათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდანსაქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებიდანაგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ამოცანების შესრულების მიზნით;

·       განხორციელებული კოორდინაციისინფორმაციის დამუშავებისანალიზისზედამხედველობის შედეგების საფუძველზესაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დასაჭიროების შემთხვევაშირეკომენდაციების შემუშავებაშემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის მიზნით;

·       საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

·       საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებისაგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;