პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია :
· სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
· საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
· საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
· საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია;
· საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
· ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
· დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
· საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
· ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
· საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე