-
07 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონეს შეხვდა.
-
05 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძე - ჩვენ შანხაის ფორუმში პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის საშუალებას მოგვცემსჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
-
05 ნოემბერი 2018
Unicef-ი საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდას მიესალმებაUnicef-ი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის შესახებ, - ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს შანხაიში გაიმართა.
-
05 ნოემბერი 2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე “ვაჭრობა და ინვესტიციები”ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ყოფნა. ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვმონაწილეობ და ამავდროულად ჩემს ქვეყანას - საქართველოს წარმოვადგენ.
-
05 ნოემბერი 2018
ჩინეთის ანხვეის პროვინციის ლოგისტიკური ცენტრი ქართულ პროდუქციას 3 წლით უსასყიდლოდ დაეთმობასაქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს, - ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ თემაზე ქართულ მხარესა და Anhui ANZ Food Limited-ს შორის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
-
05 ნოემბერი 2018
საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდებასაქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი, - შესაბამისი შეთანხმება "ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან" საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
-
05 ნოემბერი 2018
პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ქართული პავილიონი დაათვალიერაშანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
-
04 ნოემბერი 2018
პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრესსაქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.
-
02 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძე - ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფადთავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება.
-
02 ნოემბერი 2018
მამუკა ბახტაძე - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენსოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.