საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-16

------

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2" დაათვალიერა.

"კონსტრუქტ2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია "მ2-ის" საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით - დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტი სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სასწავლებელი 50 მდე აკადემიურ და 30 მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს. კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური