საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-02

რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. აქვე მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ტრაგედიის გამო, რომელიც ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალდა.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია 3 პირი. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების  წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად  აგებს პასუხს კანონის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასეთი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს.