საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას თეიმურაზ მეორის პორტრეტის დაბრუნებას ულოცავს    ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-25

ქვეყანას შეემატა სახელოვანი ქართველი მეფის, თეიმურაზ მეორის პორტრეტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საჩუქარი ქართველ ხალხს ფონდმა „ქართუმ" გაუკეთა.

„ჩვენს ქვეყანას შეემატა სახელოვანი ქართველი მეფის, თეიმურაზ მეორის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია მის სიცოცხლეში და ამით არის მნიშვნელოვანი. თეიმურაზ მეფის რუსეთში ცხოვრების დროს მისი პორტრეტი დახატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა და ეს საჩუქარი ქართველ ხალხს გაუკეთა ფონდმა ქართუმ, რაც ბოლო წლების განმავლობაში უკვე მესამე ასეთი ძვირფასი შენაძენია ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური