საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველო  ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-03

საქართველო  ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 წარმატებული ქვეყნის სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა.


"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია პენიტენციურ სისტემაში არსებული პროგრესი. იცით, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ამ სიაში მოხვდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური