პრემიერმა და „ამაზონის“ ხელმძღვანელმა პირებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-19

2

საქართველოს მზარდი როლი ციფრულ მიმართულებაში, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და "ამაზონის" ვებსერვისების ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა. 

კომპანიის საერთაშორისო გაფართოების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა  მთავრობის მეთაურს "ამაზონის" პრიორიტეტები და სერვისების გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი აქტივობები გააცნო. 

საუბრისას ხაზი გაესვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში. 

ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივა და მიმართულებები, რომლებშიც საქართველოს "ამაზონის" სერვისების ეფექტურად გამოყენება შეუძლია.  

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა და მთავრობა ამ მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელების პროცესში მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობასა და მათი გამოცდილების გაზიარებას მიესალმება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური