საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-17

1

გაეროში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ისაუბრებს იმ ხედვებსა და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით.

"ასევე ვისაუბრებთ იმ გეგმასა და სტრატეგიაზე, როგორ ვაპირებთ, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და მივაღწიოთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური