საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2018-09-04

--

----

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტარო კონოსთან. საუბრისას მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.

უახლოეს მომავალში დასრულდება მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია მოვიზიდოთ იაპონიიდან. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია მოლაპარაკება იაპონიასთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც საქართველო-იაპონიის ურთიერთობას სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადაიყვანს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას გამოყოფილი დაფინანსებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური