საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-17 

  2

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (KFW) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა  აშენდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას.

„პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგო უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ, ზამთრის პერიოდში ჩვენი მოსახლეობის სტაბილურად გაზით უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური