საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუშეთის მკვიდრებს თუშეთობას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთის მკვიდრებს თუშეთობას ულოცავს.

"დღეს თუშეთობაა. მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, თუშეთის მკვიდრებს, თუშ მეცხვარეებს. სწორედ მეცხვარეობას უკავშირდება ეს ლამაზი დღესასწაული, რომელიც, უკვე ათეული წლებია, ტრადიციად იქცა. თუშეთი მართლაც უნიკალური მხარეა, სადაც ხელუხლებლად ინახება საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩვენი სიმდიდრე და საგანძური. თუშების ცხოვრება კი სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების, კეთილშობილებისა და სტუმართმოყვარეობის საუკეთესო მაგალითია. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს მხარეს თუშეთობას",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური