საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-14

ჩვენს მეგობარ ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს.

საფრანგეთის რევოლუციამ, ბასტილიის აღებამ საფუძველი დაუდო არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის მომავალს. ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ეს ღირებულებები გვაერთიანებს.

ვუსურვებ ფრანგ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას.