საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება - პრემიერ-მინისტრი ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-29

--

მიმდინარე კვირაში გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჰონგ-კონგთან. ჰონგ-კონგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრი და აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ხელშეკრულების სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ჩვენი ექსპორტიორები შეძლებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ პოზიციები ამ ძალიან საინტერესო ბაზარზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური