საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოხდა, მართლაც, ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-29

---

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

მე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური