საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-27

---------

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.


ზუგდიდიდან მამუკა ბახტაძე წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს ესაუბრა. პრემიერმა მათ თანადგომა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური