საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ლევან დადუნაშვილის მამას ადვოკატთან და ომბუდსმენთან ერთად შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამას, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა დავით დადუნაშვილს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სრულყოფილად იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

დადუნაშვილების ოჯახთან შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ისინი, სახალხო დამცველის მეშვეობით, საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური