საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-18

ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და, ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია.

მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ - მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა.