საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საზეიმო სადილი ვეტერანებთან ერთად ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-09

12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წლის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა.

„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უდიდესი პატივია ეს შესაძლებლობა - მოგილოცოთ ყველას გამარჯვების დღე! უდიდესი მადლიერების გრძნობით, უდიდესი პატივისცემით, ქედის მოხრით ყველა თქვენგანის გმირობის წინაშე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ გამარჯვების დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, თქვენი ოჯახების ბედნიერებას, საქართველოს გაბრწყინებას! ღმერთს შევთხოვ, რომ ყველა ჩვენგანი თქვენი ღვაწლის, თქვენი გმირობის და თქვენი განვლილი გზის ღირსი გაგვხადოს - ჩვენი ცხოვრებით და ჩვენს მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმით. ღმერთმა გადღეგრძელოთ, გილოცავთ გამარჯვების დღეს,"- მიმართა პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.