საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-30

______

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარფაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს სამუშაო ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

აღინიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის როლი - ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ვაზილ ჰუდაკის და EIB-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საქმიანობის 10 წლის, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს უკავშირდება.

სამუშაო ვახშამს EIB-ის დელეგაციასთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური