საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ეროვნულ დონეზე ჩატარდება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-04

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს.
გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა, სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მოსწავლეს შეეძლება.
პროგრამის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება და მასში მონაწილეობას 1 700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 100 ათასზე მეტი მოსწავლე მიიღებს. საუბარია 8 ათასზე მეტი სპორტული შეჯიბრის ჩატარებაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა - ქუჩაში. ამიტომ, მივესალმები ამ ძალიან კარგ ინიციატივას.