საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-06

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება, - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამ მიმართულებით საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკაა.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით. დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური