საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ სტეფან ლუვენს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის განსახილველ თემებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. აღინიშნა, რომ 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, შვედეთთან სავაჭრო ბრუნვა 38,5%-ით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრმა შვედ კოლეგას ასევ ემიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ.
მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებეულ ვითარებას. შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური