2017-10-21
მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია; სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება.