საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-31

2

,,მინდა, დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს სტუდენტებს. 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მინდა, მათ ვუსურვო, შეიძინონ ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია. ცხოვრების დინამიკა იზრდება. პროფესიონალური მომზადების კუთხით, არსებობს საკმაოდ კონკურენტული გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევების გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. მათ კი ვინც ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ. ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ადამიანისთვის ყოველ წუთას,ყოველდღიურად ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობები, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური