საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-30

 

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა სულიერების მეჩეთი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური