საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-29

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური 30 აგვისტოს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან.

პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს ოლიმპიურ სოფელს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური