საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა. მან პრემიერ-მინისტრს, მსოფლიო ბანკის სახელით, სტიქიასთან ბრძოლაში თანადგომა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. გიორგი კვირიკაშვილთან საუბარში მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, პროფილური პროგრამების მეშვეობით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარებები აღმოუჩინოს. საგანგებო შტაბში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური