საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საგანგებო შტაბის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-25

00:27:54

სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში დღის ბოლოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან სტიქიის სხვადასხვა ზონებში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინა.

დღის განმავლობაში მუშაობდა ავიაცია და ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. ასევე, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტაბის წევრებმა ვითარება შეაჯამეს და მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა დასახეს.