საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საგანგებო შტაბის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. დღის ბოლოსთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ სტიქია მძვინვარებს.

მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. დაიგეგმა მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა. დილიდან სტიქიასთან ბრძოლას 6 ვერტმფრენი ისევ გააგრძელებს. მუშაობას ღამის მანძილზეც არ შეწყვეტს მძიმე ტექნიკა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური