საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იაპონიის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტოშიო კაიტანისთან, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ,  კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იაპონიის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა და იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აქტიურ წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში და ტოშიო კაიტანის წარმატებები უსურვა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური