საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-09

ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.