საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-23

შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება.


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი