შეხვედრა უკრაინის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კიევში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც სუამის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

მხარეებმა ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური