საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-17

1 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ-ღანის შეხვდა.
მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტისა და სატრანზიტო მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
საუბრისას აღინიშნა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებას მხარეები ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური