საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ესტონეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-17

3

 1 4

ესტონეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის, ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად დაეხმაროს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა კერსტი კალიულაიდს ესტონეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობას პოზიტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ხდება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ესტონეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველო-ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესში შეტანილი აქტიური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმატებით ინერგება საგადასახადო სისტემის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც რეინვესტირებული მოგების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
საუბარი ასევე შეეხო ღია მმართველობის რეფორმას საქართველოში, რომელიც ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და ესტონელი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური