საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ - მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-11

უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას.

კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავებას.

გიორგი კვირიკაშვილი