საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები განიხილეს, მათ შორის: საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის და თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხები.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური