საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელისუფლო ინსტიტუტებს შორის საქმიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის საკეთილდღეო გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.