საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური