საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-07

ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.

„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური