საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამთავრობო ცვლილებების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-07

ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდება, რის შესახებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე, მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური