საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-28

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული შვილის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო.

შიმონ პერესი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა ისრაელის ისტორიაში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში; თანამედროვე ისრაელი სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული.

იგი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცოდა მშვიდობის ფასი და დაუღალავად იბრძოდა ადამიანების სიმშვიდისათვის. შიმონ პერესმა მისი მოღვაწეობის შედეგად შექმნა მყარი ფუნდამენტი მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცებისთვის ისრაელსა და რეგიონში. ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების არსებობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოსათვის და გვჯერა, რომ მისი მემკვიდრეობა იქნება სამაგალითო გამოცდილება მომავალი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ახალი თაობებისთვის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის - ისრაელის მთავრობასა და ხალხს ამ დიდი დანაკლისის გამო.