საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ოფიციალური სადილი ილჰამ ალიევის სახელით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური