საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-24

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ იტალიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო.

საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ ამ კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს, იტალიის მთავრობას, იტალიელ ხალხს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხერხდება ნანგრევებქვეშ მოყოლილი უამრავი ადამიანის შველა.

ამ მძიმე განსაცდელის დროს ჩვენ ვდგავართ იტალიელი ხალხის გვერდით. გვჯერა, რომ თავს დამტყდარ ტრაგედიას იტალია ღირსეულად გაუმკლავდება.


გიორგი კვირიკაშვილი